იაპონური ანიმეს ფესტივალი
კინოთეატრი "ამირანი"
31 ოქტომბერი - 2 ნოემბერი
კოსტავას ქ. 36
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
7-8 ნოემბერი
აღმაშენებლის გამზირი 40
*** დასწრება თავისუფალია ***
● სიტყვების ბაღი (2013; 46 წუთი)
რეჟისორი: მაკოტო შინკაი
ენა: იაპონური
სუბტიტრები: ქართული
შინაარსი:
ტაკაო სკოლის მოსწავლე ბიჭია, რომელიც ოცნებობს მომავალში ფეხსაცმლის წარმატებული ოსტატი გახდეს. თუ წვიმიანი დილა გათენდა, ტაკაო სკოლის პირველ გაკვეთილს ჩვეულად აცდენს რათა ლამაზ ბაღში ხალხისგან განმარტოვდეს და მჯდომარემ ისიამოვნოს წვმის სურნელით. ერთ-ერთ წვიმიან დილას ბაღში მისული ტაკაო გაიცნობს იდუმალებით სავსე ასაკით უფროსს გოგონას - იუკინოს, რომელიც მისგან განსხვავებით დილიდანვე ლუდს და შოკოლადს მიირთმევს. იუკინო და ტაკაო გაურკვეველ ურთიერთობაში გაეხვევიან, რადგან ისინი მხოლოდ წვიმიან დღეებში შეხვედრაზე შეთანხმდებიან. წვიმის სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, რაც მოვლენებს სრულიად სხგვაგვარად წარმართავს.
● ღრუბლებს მიღმა(2004; 91 წუთი)
რეჟისორი: მაკოტო შინკაი
ენა: იაპონური
სუბტიტრები: ქართული
შინაარსი:
ჰიროკი, ტაკუია და საიური ჰოკკაიდოსთან ახლოს მყოფ აომორიში ცხოვრობენ. სამივე მათგანი ერთ სკოლაში სწავლობს. ერთ დღესაც გიგანტურ ჰიროკი და ტაკუია ანძას შეამჩნევენ, რომელიც ცისკენ იღო აღმართული. გაოცებულნი ერმანეთს შეპირდებიან მომავალში თვითმფრინავის აშენებას რათა ამოხსნან თუ რა იმალება ამ ანძის უმაღლეს წერტილზე.
სამწუხაროდ ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩებათ საიურის უეცარი გაუჩინარების გამო. სამი წლის შემდგომ, ჰიროკი გაიგებს, რომ საიური ამ წლების განმავლობაში კომაში იყო ჩავარდნილი, რომლის მიზეზი სწორად ამ იუნიონის იდუმალებით აღსავსე ანძას უკავშირდება.
● ფერადი (2010; 126 წუთი)
რეჟისორი: კეიიჩი ჰარა
ენა: იაპონური
სუბტიტრები: ქართული
შინაარსი:
გილოცავთ! თქვენ იღბლიანი გათამაშების გამარჯვებული ბრძანდებით! ანიმაცია "ფერადი"-ს მიხედვით, სიცოცხლის შემდეგ ორი სამყარო არსებობს - სამოთხე და ჯოჯოხეთი.
მთავარი პერსონაჟი არცერთ სამყაროს არ მიეკუთვნება, გარდაცვალების შემდეგ ის უბრალო მოხეტიალე სულად იქცა რომელიც შემთხვევით დაეუფლა თვითმკვლელობისგან დაღუპულ სკოლის მოსწავლის, მაკოტო კობაიაშის სხეულს და მიეცა შანსი, რომ კიდევ ერთხელ ეცხოვრა სამყაროში.
ის აღმოაჩენს, რომ მაკოტო კობაიაშის თვითმკვლელობის მიზეზი თანაკლასელი გოგონა, სახელად ჰიროკა - იყო, რომელიც თავს პროსტიტუციით ირჩენდა.
მაკოტოს სკოლაში მეგობრები არ ჰყავდა. მი, რომელიც დაეუფლა მაკოტოს სხეულს, ეცდება რომ გავლენა მოახდინოს მის გარშემო მყოფ ადამიანებზე და შეცვალოს მომავალი.
● ჭკვიანური თამაში (2004; 104 წუთი)
რეჟისორი: მასააკი იუასა
ენა: იაპონური
სუბტიტრები: ქართული
შინაარსი:
ქალაქ ოსაკაში მცხოვრები რობინ ნიში ძალას არ იშურებს, რომ წარმატებული მანგის მხატვარი გახდეს. ერთ დღესაც რობინი იაკიტორის რესტორანში შემთხვევით შეხვდება მიონს, რომელიც ადრეული ასაკიდანვე უყვარდა.
რესტორნის მეპატრონე მიონის მამაა. მას საკმაოდ დიდი ვალი აქვს იაკუძებთან რის გამოც ამ დღესაც რესტორანში არეულობის ტალღა დაიწყება. ნიში ეცდება, რომ სწრაფი ავტომობილით ოჯახს იაკუძებისგან გაქცევაში დაეხმაროს, რის შედეგადაც ის ხიდიდან გადავარდება.
ოკეანეში ჩავარდნილ მანქანას კი უზარმაზარი ვეშაპი გადაყლაპავს...
● ივ'ის დრო (2010; 106 წუთი)
რეჟისორი: იასუჰირო იოშიურა
ენა: იაპონური
სუბტიტრები: ქართული
შინაარსი:
მოქმედება ხდება ახლო მომავალში. ანდროიდი ტიპის რობოტები, რომლებიც ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან ყოველი ოჯახის მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო ნივთად იქცა. ქუჩაში გამვლელები მათ მხოლოდ თავზე არსებული ციფრული რგოლით ანსხვავებენ. ტექნოლოგიურ განვითარებას ახალი პრობლემებიც მოჰყვა. შეიქმნა ახალი სტერეოტიპი "ანდრო-ჰოლიკი", რომელსაც ანდროიდზე დაქვემდებარებულ ადამიანებს უწოდებენ. ანდროიდებს, ადამიანების მსგავსად გააჩნიათ თავიანთი კანონები, რომელიც მკაცრად რეგულირდება ეთიკის კომიტეტის მიერ. ერთ დღეს სკოლის მოსწავლეებმა რიკუომ და მისმა მეგობარმა მასაკიმ აღმოაჩინეს უცნაური "ივის კაფე", რომელიც ეთიკის კომიტეტის დაწესებულ დოგმას არღვევდა და საშუალებას აძლევდა ანდროიდებს და ადამიანებს თანაბარი უფლებებით ესარგებლათ. რიკუო და მასაკი კაფის შინაასრით ძლიერ დაინტერესდნენ. მათ გადაწყვიტეს ხშირი სტუმრობით ეპოვნათ ანდროიდების დამოუკიდებელი ქცევის ახსნა.
* * * * * * * *
【ანიმეს ჩვენების განრიგი】
კონოთეატრი "ამირანი"
31 ოქტომბერი (პარასკევი) | 18:30 სიტყვების ბაღი |
1 ნოემბერი (შაბათი) | 12:00 ფერადი 14:15 ჭკვიანური თამაში 16:15 ფერადი |
2 ნოემბერი (კვირა) |
12:00 ჭკვიანური თამაში 14:15 ფერადი 16:15 ჭკვიანური თამაში |
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
7 ნოემბერი (პარასკევი) | 12:00 ივის დრო 14:00 ღრუბლებს მიღმა 16:00 სიტყვების ბაღი |
8 ნოემბერი (შაბათი) |
12:00 ღრუბლებს მიღმა 14:00 ივის დრო 16:00 სიტყვების ბაღი |